03:14 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-29 15:16:21, 3582 ნახვა

სამართალი
შსს - პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 20-წალამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული გ.ს., წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1985 წელს დაბადებული ვ.კ., და ნიგერიის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

დანაშაული 20-წალამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ და „მეთადონი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics