04:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-22 12:03:33, 1043 ნახვა

სამართალი
"FARA"-ს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მედიებმა - სტუდია მონიტორმა და საქართველოს ამბებმა "FARA"-ს კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

"საიამ, სტუდია მონიტორმა, საქართველოს ამბებმა და მათმა ხელმძღვანელმა პირებმა ქართული ოცნების მორიგი რეპრესიული კანონი - "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. სარჩელი 15 მაისს შევიტანეთ. ამ სარჩელით ვითხოვთ როგორც კანონის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, ასევე მათი მოქმედების შეჩერებას, რადგან ამ კანონის ამოქმედება მყისიერ საფრთხეს აყენებს იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის, რომელთა საქმიანობაც, შეიძლება, უსაფუძვლოდ მოაქციონ კანონის რეგულირების ფარგლებში". - თქვა საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ. 

ქურდოვანიძის თქმით, ამ კანონს რეპრესიულად გამოიყენებენ. მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, რომ ამ კანონის მოქმედება შეაჩეროს. 

ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიღებული "FARA"-ს კანონი 31 მაისიდან ამოქმედდება. მისი აღმასრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება.

განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics