2025-05-06 10:04:30, 7636 ნახვა
სამხედრო
რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის 11 ოლქში 100-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის რეგიონების თავზე 105 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების განმარტებით, 32 დრონი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 22 -ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე, 19 - მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე, 10 უპილოტო საფრენი აპარატი პენზას ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, 9 კალუგის ოლქის ტერიტორიაზე, 6 ბელგოროდის ოლქში, ორ-ორი უპილოტო საფრენი აპარატი ლიპეცკისა და სამარის ოლქების ტერიტორიებზე და თითო-თითო უპილოტო საფრენი აპარატი ვლადიმირის, კურსკისა და როსტოვის ოლქების ტერიტორიებზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,