|
2025-04-28 14:25:33, 626 ნახვა
სამართალი
ნიკა მელია ბრალის წარდგენაზე - აბსურდული და უკანონოა ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ
ყველა აქტიური ადამიანის, ვინც კი უკანასკნელი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაშია ჩართული, გზები დროდადრო ე.წ პროკურატურაზე, სასამართლოზე და ციხის საკნებზე გადის - აბსურდული და უკანონოა ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ. ვფიქრობ, რომ რამდენიმე საათში შევხვდებით გვერდითა შენობაში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იძულებულია, რომ რეპრესიები გაზარდოს. „ყველა აქტიური ადამიანის, ვინც კი უკანასკნელი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაშია ჩართული, გზები დროდადრო ე.წ პროკურატურაზე, სასამართლოზე და ციხის საკნებზე გადის, თუმცა ეს დროებითია. ივანიშვილი ხვდება, რომ ნახევრად დემოკრატიული წყობა, ანუ ნახევრად ავტოკრატიული რეჟიმი მისთვის ძალიან სახიფათოა, რადგან შესაძლოა, ხალხის რისხვა ისე დაატყდეს თავს, რომ ხელისუფლება დაკარგოს, ამიტომ იძულებულია, რომ რეპრესიები გაზარდოს. რაც უფრო მეტ რეპრესიულ ნაბიჯს გადადგამს ივანიშვილი, რაც არ უნდა პესიმისტურად უნდა იყოს ხალხი განწყობილი ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა არ შეცვლასთან დაკავშირებით, ეს რეჟიმი შეიცვლება. საქართველოს მოქალაქე - საბჭოთა საქართველოს მოქალაქე ვერ გახდება. რაც შეეხება ბრალს, აბსურდული და უკანონოა ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ. ვფიქრობ, რომ რამდენიმე საათში შევხვდებით გვერდითა შენობაში [საქალაქო სასამართლოში]“,- განაცხადა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)