16:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 13:01:01, 615 ნახვა

ეკონომიკა
თებერვალში, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 2.6 %-ით შემცირდა

თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 2.6 პროცენტით შემცირდა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„2016 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 79.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 198.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2.6 პროცენტით (2.1 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.0 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი მოდიოდა.

2016 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.7 მლნ აშშ დოლარი (39.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.6 მლნ აშშ დოლარისა (30.5 მლნ ლარისა) გასული წლის თებერვალში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics