22:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 15:15:01, 794 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლო ცესკოს წინააღმდეგ „ძლიერი საქართველოსა“ და ISFED-ის სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და ISFED-ის სარჩელის საფუძველზე, რომელიც ცესკო-ს წინააღმდეგ შეიტანეს, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

კერძოდ, საქმე ეხება ცესკოს დადგენილებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ.

გარდა ამისა, იკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე, “ძლიერი საქართველოს” ადვოკატმა, თორნიკე ართქმელაძემ განმარტა, აღნიშნული ჩანაწერი სრულად ეწინააღმდეგება “საარჩევნო კოდექსს”.

რაც შეეხება მოლოდინებს, ურთქმელიძის თქმით, მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო კანონიერ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„აღნიშნული ჩანაწერი სრულად ეწინააღმდეგება “საარჩევნო კოდექსს” და ამიტომ ვასაჩივრებთ ამას სასამართლოში.

მოლოდინები არც წინა სასამართლოდან გვქონდა, რომ სასამართლო კანონიერ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა. რა თქმა უნდა, არც დღეს არ გვაქვს ასეთი მოლოდინი, თუმცა ჩვენი პოზიცია, როგორც ყოველთვის, არის მყარი, რომ ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ ფარდა ავხადოთ იმ მექანიზმებს, რასაც ცესკო “ქართული ოცნების” დაკვეთით იყენებს”, - განაცხადა ართქმელაძემ.

ცესკო-ს წარმომადგენლის კახა ნარეკლიშვილის მტკიცებით, ცესკო-ს ამ ნორმატიული აქტის მიღებით არ დაურღვევია არც სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლების და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების უფლებები.

“დადგენილების მიღების დროს ცესკო-მ დააზუსტა საქართველოს ორგანული კანონით, “საქართველოს საარჩევნო კოდექსით” გაწერილი პროცედურები და მათი შინაარსი ასახა გასაჩივრებულ დადგენილებაში”, - განაცხადა კახა ნარეკლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics