13:08 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 14:08:27, 600 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული რვა პირის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს დავით მგელიაშვილი განიხილავს.

დღევანდელი პროცესი მტკიცებულებათა განხილვით გრძელდება.

როგორც მოსამართლე დავით მგელიაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი პროცესის შემდეგ გაირკვევა საქმეზე არსებითი განხილვა გაგრძელდება, თუ საერთოდაც შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა.

სხდომას ესწრებიან ბრალდებულების ახლობლები და ოჯახის წევრები, ასევე პოლიტიკოსები: ბადრი ჯაფარიძე, ლევან სამუშია, ფიქრია ჩიხრაძე, ვატო სურგულაძე და ლევან გოგიჩაიშვილი.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics