12:50 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 12:23:03, 710 ნახვა

სამართალი
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა თებერვლის თვეში უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. კერძოდ, გასული თვის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის 85 მოქალაქის ქვეყნიდან გაძევება განხორციელდა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოდან გაძევებულ იქნა - ირანის, თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, იორდანიის, ნიგერიის, ალჟირის, ჩინეთის, სომხეთის, ნეპალის, ინდოეთის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მიანმარის, ლიეტუვას, ისრაელის და კამერუნის - ჯამში 85 მოქალაქე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics