12:44 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 19:09:11, 514 ნახვა

სამართალი
ნიკა სიმონიშვილი შსს-ის ქმედებას აკრიტიკებს - ოქმების საჯარო გამოქვეყნება კანონის უხეში დარღვევაა

იურისტი, ნიკა სიმონიშვილი, სოციალურ ქსელში მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ მათ საჯარიმო ქვითრები შსს-ის ვებგვერდზე გამოაქვეყნეს, მიიღონ შესაბამისი ზომები და გაასაჩივრონ ისინი. სიმონიშვილი შსს-ის ქმედებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ისე, რომ ადრესატებისთვის პირადად ან ფოსტით ჩაბარება არ განხორციელებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნება დაიწყო ისე, რომ არც კი უცდია ადრესატებისთვის პირადად ან ფოსტით ჩაბარება“, – წერს სიმონიშვილი და „ქართულ ოცნებას“ კანონმდებლობის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, კანონმდებლობის მიხედვით, საჯარიმო ქვითარი ორჯერ მაინც უნდა მიუტანონ ადრესატს, ამის შემდეგ კი  შეიძლება გამოაქვეყნონ.

სიმონიშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ თუ მათი ჯარიმა შსს-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, არ დაელოდონ და 10-დღიან ვადაში გაასაჩივრონ ოქმი.

 „ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში გვაქვს გასაჩივრებისთვის და აუცილებლად გაასაჩივრეთ. ასე შეძლებთ ჯარიმის გადახდის ვალდებულების შეჩერებას“, – აღნიშნავს ის.

გარდა ამისა, ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ ინციდენტს აღწერს, როცა პოლიციელები მის პენსიონერ მშობლებთან მივიდნენ 5000 ლარიანი ჯარიმის ჩაბარების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფაქტობრივი მისამართი შსს-სთვის უკვე ცნობილი იყო. სიმონიშვილის განცხადებით,

„პოლიციის ორი ეკიპაჟი და 7 პოლიციელი მივიდნენ თელავში ჩემთვის განკუთვნილი 5000 ლარიანი ჯარიმის ჩაბარებისთვის, მაშინ, როდესაც კარგად იცოდნენ ჩემი ფაქტობრივი მისამართი თბილისში. 18 თებერვალს მათი ბატონის დაბადების დღის „აღნიშვნა“ არ მაპატიეს, თუმცა რეალური მიზეზი მაინც ჩემი საქმიანობაა. არავის ეშინია, ცეცხლი ოლიგარქიას“, – წერს ნიკა სიმონიშვილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics