15:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 15:02:17, 348 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ ჩხაიძე - მზია ამაღლობელი მკურნალობას კლინიკის პირობებში გააგრძელებს

"ვივამედის" კლინიკური დირექტორი მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს შიმშილობა მიესალმება. ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ამ ხანგრძლივობის შიმშილობა სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და წინ კიდევ რთული რეაბილიტაციის პირობებია.

მისი თქმით, მზია ამაღლობელი კლინიკაში სრულ რეაბილიტაციამდე დარჩება. 

ჩვენ ეს ძალიან გვახარებს, რადგან მთელი ეს დღები ჩვენ ვცდილობდით, მიგვეღწეია ამ შეთანხმებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო მის კოლეგებს, თუმცა მინდა ვთქვა, რამდენიმე ვაი ჟურნალისტის სამიზნე გახდა კლინიკა, კერძოდ, მე. რატომღაც რაღაცაში მე მადანაშაულებდნენ. ეს სრულიად გაუგებარი იყო ჩემთვის. 

ამ ხანგძლივობის შიმშილობა არის დაკავშირებული ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ ყოველი დღე მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლილობები, რაც შეიძლება, დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან და ის მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს, ძალიან მისაღები და სასიხარულოა ჩვენთვის.

ახლა ჩვენ გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, რაც უკავშირდება პრევენციას ე.წ. რეფიდინგ სინდრომს, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შედეგს განახლებულ კვებასთან. რაც უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს, - თქვა ზურაბ ჩხაიძემ. 
 

 „ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს - ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორის, ეთერ თურაძის სპეციალური ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. 

 თურაძემ „ვივამედთან“ შეკრებილ მედიას მზია არალობელის წერილი წაუკითხა. ჟურნალისტი კოლეგებსაც მიმართავს და ბრძოლისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics