09:36 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 16:52:18, 353 ნახვა

საზოგადოება
„ვივამედი“ კვლევების შემდეგ გადაწყდება, დატოვებს თუ არა მზია ამაღლობელი კლინიკას

მზია ამაღლობელს აქვს წონის კლება, მაგრამ კონკრეტულ ციფრს ვერ დაგისახელებთ, დამოუკიდებლად გადაადგილდება, პაციენტი აბსოლუტურად ადეკვატურია, კონტაქტურია, დახმარების გარეშე, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მზია ამაღლობელის კვლევები გრძელდება, ის კონსულტირდება სხვადასხვა პროფილის ექიმის მიერ, კლინიკის დატოვების შესახებ რეკომენდაცია კვლევების შედეგებზეა დამოკიდებული.

„მზია ამაღლობელი ჩვენს კლინიკაში გუშინ,17:00 საათზე შემოვიდა გეგმურად. მას წინასწარ დაგეგმილი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდა. კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ დამატებითი კვლევებიც გახდა საჭირო. გარდა ამისა, ის კონსულტირებულ იქნა სხვადასხვა სპეციალობის ექიმის მიერ. მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, შემდგომი გართულებების პრევენციის მიზნით, დამხმარე თერაპიული ღონისძიებების ჩატარება დაიწყო, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ თანხმობა განაცხადა. დეტალებზე მეტს ვერაფერს გეტყვით, დიაგნოზი იცით, ადამიანი 26 დღეა, შიმშილობს, თუ არ ვცდები. მას აქვს დიაგნოზიდან გამომდინარე დამახასიათებელი ჩივილები. არის წონის კლება, მაგრამ კონკრეტულ ციფრს ვერ დაგისახელებთ, დამოუკიდებლად გადაადგილდება, პაციენტი აბსოლუტურად ადეკვატურია, კონტაქტურია, დახმარების გარეშე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისი თქმით, მონიტორინგის პროცესი გრძელდება.

„ამ პროცესში რაც გამოიკვეთება, თუ რაიმე დამატებითი კვლევა იქნება საჭირო, პაციენტს ყველაფერი ჩაუტარდება. ახლაც კონსულტირდება სხვადასხვა სპეციალისტის მიერ, დღის განმავლობაში ვნახავთ, ხვალ მდგომარეობას შევაფასებთ და გადაწყდება მისი შემდგომი მკურნალობა. დატოვოს თუ არა კლინიკა, ეს რეკომენდაცია დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics