|
2025-02-01 10:30:30, 630 ნახვა
საზოგადოება
„ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტი ბათუმში იწყება
ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლა დღეს ბათუმში იწყება. თეატრის მსახიობები და რეჟისორები აჭარის მიმართულებით გაემგზავრნენ, მანამდე კი მათ „ახალი თეატრის“ შენობასთან, ოჯახის წევრებთან და გულშემატკივრებთან ერთად შეიკრიბნენ. „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში მანიფესტს ადგილობრივები წაიკითხავენ და რეგიონის პრობლემებზე ისაუბრებენ. როგორც მან აღნიშნა, მთავარი გზავნილი სოლიდარობაა - სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.
საპროტესტო მანიფესტი 2 თებერვალს სამეგრელოში ჩავა. „ახალი თეატრის“ წარმომადგენლებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და უკანონოდ დაკავებული პირების, მათ შორის, „ახალი თეატრის“ მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლება მოითხოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)