|
2025-01-23 15:49:08, 477 ნახვა
საზოგადოება
NGO-ები - მომიტინგეებისთვის დაკისრებული ჯარიმები, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უტოლდება
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის განცხადებით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მძიმე ფინანსური სანქციების გამოყენება წარმოადგენს რეპრესიულ იარაღს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და უტოლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. განცხადება ნინო ლომჯარიამ და ეკა გიგაურმა გააკეთეს. "პროევროპული საპროტესტო აქციების ჩახშობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სისტემური პოლიტიკის აღსრულებაში კოორდინირებულად მოქმედებენ სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლოები და “ქართული ოცნების” პარლამენტი. კერძოდ, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ და სასამართლოებმა ინტენსიურად დაიწყეს დეკემბერში “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ 5 დღეში მიღებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ბლანკეტური აკრძალვების გამოყენება, ასევე, მათი დარღვევისთვის 10-ჯერ და 20-ჯერ გაზრდილი მძიმე ფინანსური ჯარიმების და 15 დღემდე პატიმრობების გამოყენება. პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს ღობეზე სტიკერების გაკვრის, ან სახის ნაწილის დაფარვის გამო (მაშინაც, კი, როდესაც პროტესტის მონაწილეები იდენტიფიცირებულები არიან). ასევე, დემონსტრანტებს მასიურად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით “უკანონოდ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის” მოტივით მაშინ, როდესაც პოლიციის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებში მოქალაქეთა მხრიდან გზის უკანონო ბლოკირების ფაქტები არ დასტურდება - მოქალაქეები დგანან ხალხის მასაში, ან მონაწილეობენ მასიურ სახალხო მსვლელობებში. ინფორმაციისთვის: გზის გადაკეტვის გამო ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა აქციის მონაწილეებისთვის 500-დან 5000 ლარამდე, ხოლო ორგანიზატორისთვის 5000-დან 15000 ლარამდე გაიზარდა. სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, აქციის მონაწილის მიერ ლაზერის ტარება, შსს-ს სისტემაში დადგენილი ან მასთან მიმსგავსებული ატრიბუტიკის ტარება 2000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს; ავტომობილით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა 1 წლამდე მართვის უფლების შეჩერებას იწვევს; საპროტესტო პოსტერის გაკვრა კი “მუნიციპალური ტერიტორიის იერსახის დამახინჯების” მუხლით მოქალაქეების 50 ლარის ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმებას იწვევს. დაკავების არსებულ საფუძვლებთან ერთად პოლიციას პირის დაკავება უკვე პრევენციული მიზნითაც შეუძლია. 300-500 ლარიდან 1000-2000 ლარამდე გაიზარდა ჯარიმები, ასევე, სხვა ადმინისტრაციული დარღვევებისთვის, რასაც დამკვიდრებული პრაქტიკით სასამართლოები იყენებენ ხოლმე აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)