11:33 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 17:37:55, 459 ნახვა

საზოგადოება
ლაშა დოლბაძე აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრი დაზარალებული პირების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, მათ მხარდაჭერის მზაობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად იმუშავებს, რათა დაზარალებულებს დროული დახმარება გაუწიოს და მათი ცხოვრების პირობები გააუმჯობესოს.

„აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, 14 იანვარს, გვიან ღამით შექმნილი სამუშაო ჯგუფი საჭიროებების იდენტიფიცირებას სწრაფი რეაგირების მიზნით, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს. ასევე, აფხაზეთის მთავრობაში მუშაობს ცხელი ხაზი - 143, სადაც დევნილებს უწყვეტად შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ საჭირო ინფორმაცია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics