22:39 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 14:56:24, 1030 ნახვა

ეკონომიკა
ფარმაცევტულმა კომპანიებმა „მაიკროსოფტის“ ლიცენზიები შეიძინეს

ფარმაცევტულ კომპანიებსა და მაიკროსოფტ საქართველოს შორის, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ფარმაცევტული კომპანიების (ავერსი, პე ეს პე და ჯიპისი) მიერ მაიკროსოფტის ლიცენზიების შეძენეს ითვალისწინებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ავერსის“ დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განაცხადა, ფარმაცევტულ კოპმპანიებსა და „მაიკროსოფტს“ შორის თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას დიდ სარგებელს მოუტანს.

„აღნიშნული დოკუმენტი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ მომხმარებელს თანამედროვე, ლიცენზირებული, უახლესი პროგრამების საშუალებით მოვემსახუროთ და ამით მომსახურების ხარისხი გავაუმჯობესოთ. დიდი მადლობა კომპანია მაიკროსოფტს, რადგან ამ საქმეში საკმაოდ დიდი შრომა ჩადეს. მოხარული ვარ, რომ ეს ყველაფერი ხელშეკრულებით გავაფორმეთ", - განაცხადა ირაკლი ფურცელაძემ.

ფარმაცევტული დარგი ერთი-ერთი წამყვანი და განვითარებული სფეროა საქართველოში, მუდმივად ნერგავს ტექნოლოგიურ და სამომხმარებლო სიახლეებს და მომსახურების  ხარისხის საუკეთესო მაჩვენებლები აქვს.

აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს წამყვან სააფთიაქო ქსელებში - ავერსი, პე ეს პე და ჯიპისი ლიცენზირებული პროგრამების დანერგვას, კიდევ უფრო გაზრდის დარგის ეფექტიანობას და დაეხმარება კომპანიებს ახალი შესაძლებლობების გამოვლენაში.

მაიკროსოფთან ურთიერთობის დამყარების და ხელშეკრულების გაფორმების  მხარდამჭერი და ხელის შემწყობი SLS (Software Licensing Service ) წარმომადგენლობაა.

პრესკონფერენციას „მაიკროსოფთ საქართველოს“ გენერალური დირექტორი: ნიკოლოზ დობორჯგინიძე, „ავერსის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე,  „პე ეს პე“ აფთიაქის დირექტორი: კახაბერ ფანჩულიძე, „ჯიპისის“ ფინანსური დირექტორი, ვახტანგ დოლიძე და SLS (Software Licensing Service) გენერალური დირექტორი გუგა ტერელაძე დაესწრნენ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics