2016-02-29 17:06:47, 697 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4713 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4778 ლარად არის შესაძლებელი.
კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ 2.6957 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.7293 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0336 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან