11:21 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 10:57:47, 680 ნახვა

ეკონომიკა
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სემინარების ჩატარებისათვის პროფესიონალი ტრენერების მიღებას აცხადებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პროფესიონალი ტრენერებისა და ტრენინგ კომპანიებისგან სააგენტო მიღებას აცხადებს. 

საქართველოს პირველ ტექნოლოგიურ პარკში ინოვაციების, ტექნოლოგიების და მეწარმეობის თემატიკაზე, მოკლევადიანი ტრენინგების (ვორქშოფების) და სემინარების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ვორქშოფების სემინარების მიზანია:

1. სამიზნე აუდიტორიის დაინტერესება ინოვაციების, ტექნოლოგიების და მეწარმეობის სფეროთი 2. სტარტაპებისათვის ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ახალი მეთოდოლოგიების, ტრენდებისა და ინფორმაციის გაზიარება მათივე ინფორმაციით, ტრენინგების/ვორქშოფების/სემინარების სამიზნე ჯგუფი უნდა შეადგენდეს ერთერთს ან რამდენიმეს შემდეგ ჩამოთვლილთაგან: 1. 8-დან-14 წლამდე ასაკის მოზარდები 2. სხვა ასაკის ფიზიკური პირები 3. სტარტაპები 4. მეწარმე სუბიექტები ტრენინგ კომპანიებმა/ტრენერმა საჭიროა ორგანიზება გაუწიოს ტრენინგს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი, ან რამდენიმე მიმართულებით: 1. მიკროელექტრონიკა და რობოტიკა 2. საინფორმაციო ტექნოლოგიები 3. 2D და 3D მოდელირება 4. მეწარმეობა ინოვაციების სფეროში (Innovation Entrepreneurship) 5. ,,ციფრული წარმოება’’ (Digital Fabrication). 6. კომპიუტერული თამაშების წარმოება 7. კრეატიული ინდუსტრიები 8. კრეატიული აზროვნება 9. სამეცნიერო გამოგონებები 10. სხვა ტრენინგები და სემინარები ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის თემატიკაზე.

თითოეული ღონისძიების ხანგრძლივობა: მინიმუმ - 1 საათი. ღონისძიების ჩატარების ადგილი: ტექნოპარკი ინოვაციების ქ.#7 თბილისი (ოქროყანა) მოვალეობები: 1. ტრენერების მოძიება და პროგრამის შედგენა 2. მონაწილეთა შერჩევა 3. სატრენინგო პროცესის სრული ორგანიზება 4. პროექტის რეპორტინგი პროექტების მიიღება 11 მარტის ჩათვლით მისამართზე: trainings@gita.gov.ge განაცხადების მიღება ხდება სპეციალური სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე. გთხოვთ, შემოთავაზებაში დეტალურად აღწეროთ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics