09:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 12:24:28, 644 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: 2017 წელს უკვე ბაქო-თბილისი-ყარსის ოპერირებადი რკინიგზა გვექნება

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხომა მიმდინარეობს. სხდომაზე მომხსენებლები არიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი, თურქეთის ტრანსპორტის საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი.

სხდომაზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მიმდიმარეობასა და 2016 წელს განსახორციელებელ ღონისძიებებზე მსჯელობენ. სააკორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს ბინალი ილდირიმს შეხვდა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, თურქი კოლეგისგან მიიღო დაპირება, რომ თურქული მხარე თავის სამუშაოებს 2016 წლის ბოლოსთვის დაასრულებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობისთვის.

ქუმსიშვილის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ 2017 წელს საქართველოს ოპერირებადი რკინიგზა ექნება.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები თურქეთის ტრანსპორტის საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრთან. პირველი შეხვედრა გაიმართა პრემიერთან, სადაც იყო განხილული სტრატეგიული პარტნიორობა. ამის შემდეგ ჩვენ ორმხრივ ფორმატში განვიხილეთ კონკრეტული საკითხები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ მივიღეთ დაპირება იმისა, რომ თურქული მხარე თავის სამუშაოებს დაასრულებს 2016 წლის ბოლოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობისთვის. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას რომ 2017 წელს ჩვენ უკვე გვექნება ოპერირებადი რკინიგზა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში რამოდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი: „აღნიშნული ხელშეკრულებები ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტის დარგში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის, ამან კიდევ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ის კორიდორი , სადაც უნდა იმოძღაოს ტვირთებმა, როგორც აზიიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან“,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics