15:46 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 15:16:11, 924 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი: მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტონ სეპარატისტების მხარდაჭერა

„მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და პატივი სცეს მინსკის შეთანხმებას,“-ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტერიალის გახსნამდე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატო-მ რუსეთთან ყოველგვარი თანამშრომლობა შეწყვიტა.
„ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების მიზნით, არის პასუხი რუსეთის ქმედებებზე. გასული წლის აპრილში, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატო-მ რუსეთთან ყოველგვარი პრაქტიკული თანამშრომლობა შეწყვიტა, მაგრამ ჩვენ დავტოვეთ პოლიტიკური კონტაქტების არხები. რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა საერთაშორისო კანონმდებლობის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა სუვერენიტეტის დარღვევაზე, ვითარების დესტაბილიზაციაზე  აღმოსავლეთ რეგიონებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და პატივი სცეს მინსკის შეთანხმებას,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics