11:40 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 13:02:31, 436 ნახვა

პოლიტიკა
კოტე კუბლაშვილი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატურას არ შესთავაზებს

„უკეთესია პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატურა იმ დროს დაასახელოს, როცა ჩემს უფლებამოსილებასა და ახალი თავჯდომარის უფლებამოსილებას შორის დიდი წყვეტა არ იქნება“, –  ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.  

მისივე თქმით,  თავად პრეზიდენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატის შეთავაზებას არ გეგმავს.

„არც ერთ კანდიდატურაზე არ მინდა წინასწარ ჩემი კომენტარი გავაკეთო. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი პრეზიდენტის გადასაწყვეტია. რა პროცედურებიც ახლა მიმდინარეობს, ამის უფლება აქვს პრეზიდენტს, თუმცა, ასევე უფლება ჰქონდა, რომ ამის გარეშეც, საკუთარი ადმინისტრაციის დახმარებით შეერჩია ერთ–ერთი კანდიდატი. ასე რომ, დაველოდოთ. ვადები განსაზღვრული არ არის, მას შეუძლია კანდიდატი ახლა დაასახელოს, ასევე 1, ან 2 თვის შემდეგ. ვადები არსად წერია, თუმცა, უკეთესია იმ დროს დაასახელოს, როცა ჩემს უფლებამოსილებასა და ახალი თავჯდომარის უფლებამოსილებას შორის დიდი წყვეტა არ იქნება. მე კანდიდატურის წარდგენის ინიციატივა არ მაქვს“, – აღნიშნა კუბლაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე კოტე კუბლაშვილი ამწუთებში ლიტვისა და ლატვიის უზენაესი სასამართლოს დელეგაციის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრას, რომელიც უზენაესი სასამართლოში იმართება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის  პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი,  მოსამართლეთა ასოციაციის წევრები, ლიტვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რიმვიდას ნორკუსი და ლატვიის უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარე ივარს ბიშკოვიცი ესწრებიან.

დელეგაციის წევრები  ქართული სასამართლო სისტემის მოდელსა და მოწყობის ძირითად პრინციპებს ეცნობიან. შეხვედრის მიზანია,  ამ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის  გაღრმავება და  გამოცდილების გაზიარება.

უცხოელი მოსამართლეები თბილისის საქალაქო, მცხეთისა და  სიღნაღის  რაიონულ სასამართლოებს მოინახულებენ.ასევე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის  ახალ შენობას ეწვევიან.

დელეგაციის ვიზიტი  6 თებერვალს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics