2015-09-30 09:16:30, 669 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3816 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი 2.3816 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.3827 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გაუფასურდა. 1 ევრო დღეს 2.6736 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6636 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0100 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან