23:56 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-22 12:07:23, 614 ნახვა

ეკონომიკა
გაუფასურების საფრთხის წინაშე მყოფ 10 ვალუტას შორის ლარი არ აღმოჩნდა

Bloomberg-ის ექსპერტების შეფასებით, ყაზახური ტენგეს შემდეგ მკვეთრი გაუფასურება კიდევ 10 ქვეყნის ვალუტას ემუქრება.

მიზეზად ჩინური იუანის გაუფასურება სახელდება. ამასთან, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რუსული რუბლის გაუფასურება დამატებით ნეგატიურად აისახება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე.

აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის ჩამონათვალში ქართული ლარი არ აღმოჩნდა.

ექსპერტების ვარაუდით, გაუფასურება ემუქრებათ სომხეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, საუდის არაბეთის ეროვნულ ვალუტებს. პროგნოზის თანახმად, შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში 20%-ით გაუფასურდება თურქმენული მანათი. ანალოგიური პროგნოზებია ტაჯიკურ სომონთან და ყირგიზულ სომთან მიმართებაშიც. ეგვიპტური ფუმტის ფასის 22%-ით დაცემაა ნავარაუდევი ერთი წლის განმავლობაში. მკვეთრად გაუფასურება ემუქრება თურქულ ლირასაც.

ექსპერტები მომავალი თვეების განმავლობაში აგრეთვე, ნიგერიის, განას, ზამბიისა და მალაიზიის ეროვნული ვალუტების გაუფასურებას ვარაუდობენ.

ცნობისთვის, ყაზახეთის ვალუტა ტენგე ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ქვეყნის მთავრობა ვალუტის რყევას ნავთობზე მსოფლიო ფასების კლებით ხსნის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics