11:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-04 14:42:14, 1518 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია შესაძლოა, გაუქმდეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია შესაძლოა,  გაუქმდეს.

ცვლილებას, რომელსაც „პატიმრობის კოდექსი“ ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. 
კანონპროექტის თანახმად, პირობით ვადამდე გათავისუფლების ფუნქცია ადგილობრივ საბჭოებს დარჩებათ, რომელთა გადაწყვეტილებების გადახედვის უფლება კი,  მხოლოდ სასამართლოს ექნება. 

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,  საბჭოს საქმიანობაზე ზედამხედველობას სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია ახორციელებს, რომლის შემადგენლობაშიც 7 წევრი შედის, ესენია: საპარლამენტო უმრავლესობის ერთი წარმომადგენელი, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა ერთი წარმომადგენელი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი, უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ერთი წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენელი; ასევე სამინისტროს სისტემის ორი თანამშრომელი.

ცნობისთვის, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო  სასჯელის მოხდისგან პირობითვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანოა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics