16:01 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 17:07:18, 2486 ნახვა

რეგიონი
ცხინვალის ე.წ. საგარეო - გვსურს გავაძლიეროთ ურთიერთობები ჩვენი უსაფრთხოების გარანტთან - რუსეთთან

სამხრეთ ოსეთი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას, არ აპირებს შეცვალოს განვითარების ვექტორი და მისწრაფება, გააძლიეროს ურთიერთობები მისი უსაფრთხოების გარანტთან - რუსეთის ფედერაციასთან, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ე.წ. უწყების განცხადებით, „სამხრეთ ოსეთისთვის“ მიუღებელია ოფიციალური თბილისის მიერ გამოთქმული თეზისები და იდეები ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

„ცხინვალმა არაერთხელ გამოთქვა თავისი პოზიცია, რომელიც ეფუძნება სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანს, რაც ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის არ არსებობა, მსგავსი განცხადებებთან ერთად, ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილურობას“, - ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თანმიმდევრული პოლიტიკისა და მოთმინების პირობებში ნებისმიერი მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics