2018-11-27 11:45:00, 5256 ნახვა
High - Tech
NASA-ს ხომალდი მარსზე წარმატებით დაეშვა
7-თვიანი ფრენის შემდეგ, NASA-ს ხომალდი მარსზე წარმატებით დაეშვა, - ამის შესახებ Euronews იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ხომალდ InSight-ის მიერ გამოგზავნილ სიგნალს თან ერთვოდა მარსის ზედაპირის ფოტოც.
მედიის ცნობით, მისია აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს 850 მილიონი დოლარი დაუჯდა. InSight წითელი პლანეტის წიაღისა და შემადგენლობის შესახებ მოგვაწვდის ცნობებს. ის პლანეტის გეოლოგიურ შემადგენლობას შეისწავლის. ხომალდი მარსის შესწავლას დაშვებიდან 3 თვეში დაიწყებს. NASA-ს სპეციალისტები აცხადებენ, რომ ხომალდი პლანეტაზე დაახლოებით 2020 წლის ნოემბრამდე იმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ მარსზე დაშვების სულ 44 მცდელობა იყო, თუმცა აქედან მხოლოდ 18 აღმოჩნდა წარმატებული.
ავტორი: ,