12:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 16:41:57, 1175 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: “გირჩისა“ და პაატა ბურჭულაძის ერთობა უფრო უცნაური იყო, ვიდრე მათი დაშლა

პარტია "ქართული ოცნების" საარჩენო შტაბიბს უფროსის, კახი კალაძის განცხადებით, “გირჩისა“ და პაატა ბურჭულაძის ერთობა უფრო უცნაური იყო, ვიდრე მათი დაშლა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული პოლიტიკა ახალ თანამედროვე საფეხურზე გადავიდა.

"ყველაზე მეტად ამ ორი პარტიის გაერთიანება  გამიკვირდა. ორი სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტია, აბსოლუტურად განსხვავებული მხარდამჭერებით. ზურაბ ჯაფარძემ განაცხადა, რომ მათი იდეოლოგია და პრინციპები მათვის არის პრინციპულად მნიშშვნელოვანი, მე ამას მივესალმები და ზოგადად თანამედროვე ქართული პოლიტიკა ახალ თანამედროვე საფეხურზე გადავიდა და ბრძოლა აღარ არის მხოლოდ სკამეებზე, აქ მნიშვნელოვანია იდეები, პოზიციები, მსოფლმხედველობა", - განაცხადა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ "გირჩმა" პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics