17:11 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 13:25:31, 909 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: დეკემბერი-იანვრის მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა შემცირდა

„ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან როგორც დეკემბრის, ისე იანვრის მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა შემცირდა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს ლარის კურსის ცვლილების თემის კომენტირებისას განუცხადა.

„მე მინდა გითხრათ, რომ ხვალ გვექნება ლარის კურსთან დაკავშირებით საუბარი, მაგრამ ერთი შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან, როგორც დეკემბრის, ისე იანვრის მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა შემცირდა და პირიქით დეკემბრის ბოლოს 150 მილიონი დოლარით გაიზარდა რეზერვები ეროვნული ბანკის, იმიტომ, რომ ბიუჯეტმა ეს თანხა დოლარებში მიიღო“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, 1 დოლარის შეძენა 1.9281 ლარად არის შესაძლებელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics