13:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-08 11:04:29, 960 ნახვა

სხვადასხვა
დიდუბე პლაზაში' ინტეგრირებული ტურნირი შაშის თამაშში „საქართველოს პირველობა“ გაიმართება

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო ,,დიდუბე პლაზაში'' ინტეგრირებული ტურნირი შაშის თამაშში „საქართველოს პირველობა“ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონები, ასევე საზოგადოების ცნობილი სახეები. ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს შაშის ეროვნული ფედერაცია და ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. 

მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური აქტიურად გეგმავს შშმ პირთა ჩართვას 2015 წელს განსახორციელებელ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში. მათ შორის ერთ-ერთი გაზაფხულზე პარაოლიმპიური ცენტრის გახსნა იქნება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ. 

მიმდინარე წლის ზაფხულში დედაქალაქი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს „თბილისი 2015“ უმასპინძლებს. 26 მაისს საქართველოში ოლიმპიური ცეცხლი ჩამოვა. ცერემონიალში შშმ პირები ჩაერთვებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics