2026-03-21 13:02:08, 4040 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.
"უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში.
პრემიერ-მინისტრი უნგრეთში დღეს მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC).
მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმობა." - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,