2026-02-01 18:52:02, 724 ნახვა
სამართალი
ამრამი: საქართველოში დასასვენებლად ჩასულ 17 წლის ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ - ვიდეო
ისრაელელი ჟურნალისტი, დანიელ ამრამი წერს, რომ 31 იანვარს საღამოს საქართველოში დასასვენებლად ჩამოსულ ისრაელის 17 წლის მოქალაქეებს ერთ-ერთ სასტუმროში თავს დაესხნენ.
ამრამი ახალგაზრდებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელები ყვიროდნენ: "თავისუფლება პალესტინას" და "ჰაილ ჰიტლერ".
ამის შესახებ ამრამი სოციალურ მედიაში, მათ შორის, საკუთარ Telegram-არხზე წერს.
როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსული ახალგაზრდები ქვეყანაში 8 დღის განმავლობაში უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა გუშინდელი შემთხვევის შემდეგ სავარაუდოდ გეგმებს გააუქმებენ.
ექსპრესნიუსი დეტალების გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა, უწყების მიერ ინფორმაციის მოწოდებისთანავე მასალა განახლდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,