19:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 03:39:06, 8750 ნახვა

High - Tech
ევროკავშირმა აივ ინფექციის სამკურნალო ინექციურ საშუალებაზე მებართვა გასცა

ევროკავშირმა აივ ინფექციის სამკურნალო ინექციურ საშუალებაზე მებართვა გასცა. ინექციური არვ თერაპია გულისხმობს თვეში 1 ინექციას, რომელიც ისეთივე ეფექტურია, როგორც მედიკამენტის მიღება ყოველდღიურად. ამასთან, ინექციური სამკურნალო საშუალება ბევრად ხარჯთეფექტურია. იგი 2 მედიკამენტის კომბინაციისაგან შედგება ( რილპივირინი xკობოტეგრავირი)

ინექციური სამკურნალო საშუალება აღარ საჭიროებს პაციენტის მიერ ყოველდღიურად მედიკამენტის მიღებას. პაციენტები შეძლებენ, სტანდარტულად, ინექციის გზით მოახდინონ ვირუსის სუპრესია არაგანსაზღვრად მაჩვენებლამდე ეს პროცედურა კი შესაძლებელია გაიმეორონ თვეში ერთხელ.

ოქტომბერში ევროპის წამლის სააგენტომ  (EMA)  პირველად გასცა რეკომენდაცია აივ მკურნალობის ინექციურ საშუალებაზე. ახალი ინექციური სამკურნალო საშუალება, რომელიც 2 მედიკამენტის კომბინაციისაგან შედგება ( რილპივირინი  x  კობოტეგრავირი) რეკომენდირებულია ევროპის წამლის სააგენტოს კომიტეტის მიერ.
პირველი მედიკამენტი ARV, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი მოქმედების საინექციო ფორმულირება. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიური აბების ნაცვლად, პაციენტები იღებენ კუნთებში ინექციებს ყოველთვიურად ან ორ თვეში ერთხელ. კვლევებმა აჩვენა მოქმედების სრული უსაფრთხოება და ეფექტურობა,  შედეგის მისაღწევად კი პაციენტები თერაპიულ ინექციას იტარებენ ყოველ ოთხ ან რვა კვირაში ერთხელ. 
ინექციური სამკურნალო საშუალება აღარ საჭიროებს პაციენტის მიერ ყოველდღიურად მედიკამენტის მიღებას. პაციენტები შეძლებენ, სტანდარტულად, ინექციის გზით მოახდინონ ვირუსის სუპრესია არაგანსაზღვრად მაჩვენებლამდე ეს პროცედურა კი შესაძლებელია გაიმეორონ თვეში ერთხელ ან 2 თვეში ერთხელ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics