2026-04-08 19:14:43, 623 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობისთვის ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს - 10 წლითა და 6 თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს 2025 წლის 1 ოქტომბერს, არასრულწლოვანები ჩაუსაფრდნენ, სცემეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. გიგა ავალიანი კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,