17:04 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 12:46:34, 2020 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩიქოვანი - ბოლნისსა და მარნეულში საერთო ჯამში სიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი

„საერთო ჯამში ადგილზე სიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი“, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბოლნისსა და მარნეულში არსებული მდომარეობა.

მისი თქმით, მოქალაქეებისთვის ყველა აუცილებელი საჭიროება მიეწოდებათ.

„მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გადადიან მკაცრი კარანტინის რეჟიმზე და იქ იკრძალება შესვლაც და გამოსვლაც. იქ მდომაროება არის დამაკმაყოფილებელი, შსს-მ და თავდაცვის ძალებმა მოახდინეს შესაბამისი ობიექტების მოწყობა, რომელიც აკონტროლებს მუნიციპალიტეტში შესვლას და გამოსვლას, ვითარება კონტროლქვეშაა.

დღეისათვის ამ მუნიციპალიტეტებში მოქმედებს, მხოლოდ და მხოლოდ, ის ობიექტები, რომელიც აუცლებელია იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა სურსათსა და მედიკამენტებზე. ეკონომიკისა და სოფლის მეურნებობის მინისტრებს დავალებული აქვთ, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ორივე მუნიციპალიტეტის სრულ უზრუნვეყოფაზე და აბსოლუტურად ყველა საჭიროება იქნება შესაბამისად მიწოდებული.

შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს გადაწყვეტას და ეს საკითხები დღის ბოლომდე მოგვარდება, თუმცა საერთო ჯამში ადგილზე სიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics