23:04 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 14:18:46, 354 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური: ვეცდები, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება

საქართველოს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც გომელაურმა მისი შს მინისტრის თანამდებობაზე წარდგენისას აღნიშნა, იგი ეცდება პრემიერის და ხალხის ნდობა გაამართლოს.

„ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემი 20 წლიანი სტაჟის ნახევარზე მეტს ითვლის შინაგან საქმეთა სამინისტროში მოღვაწეობა. ამ ორი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა დეპარტამენტებთან ხელმძღვანელობა, მუშაობა მათთან და ვეცდები, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა 2001 წელს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია დაამთავრა.

1994 წელს სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი იყო. 2002 წელს შსს–ს დაცვის პოლიციაში მუშაობდა, 2013 წლამდე ყოფილი პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო. 2013 წლიდან დღემდე შს მინისტრის მოადგილე იყო.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ალექსანდრე ჭიკაიძე იკავებდა, თუმცა მან, 23 იანვარს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.

როგორც ჭიკაიძემ განმარტა, გადადგომის მიზეზი ბოლო დროს მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები იყო, თითქოს ის ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს ხელს აფარებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics