05:27 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 19:17:59, 6645 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს შტაბბინაში შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.

შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრთან პიტერ ჰულქვისტთან საუბრის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ურთიერთნდობასა და მეგობრობას ეფუძნება.

მინისტრები უახლოეს მომავალში შეხვედრაზე და სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განხილვაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა შვედეთის მხარის მხარდაჭერას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში, მათ შორის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარების მიმართულებით. ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოსგან ტოტალური თავდაცვის კუთხით მიღებული გამოცდილება აღნიშნა და საერთაშორისო წვრთნებში ქართველი და შვედი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვედეთის თავდაცვის ინსტიტუციებში ქართველი სამხედროების განათლების შესაძლებლობასაც გაუსვა ხაზი.   

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics