10:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 18:02:17, 779 ნახვა

სამხედრო
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება

საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამჟამად საინფორმაციო შეხვედრებს კახეთის რეგიონში მართავენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივ მცხოვრებლებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ ინფორმაცის აწვდიან და პირობებს დეტალურად აცნობენ. დღეს საინფორმაციო კამპანია ახმეტის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე თელავში დისლოცირებული მეოცე კადრირებული ბრიგადის ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობასთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა. ჯარისკაცები მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის წესებსა და იმ პრივილეგიებზე ესაუბრნენ, რითაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ისარგებლებენ. სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალური საინფორმაციო ბროშურები და თავდაცვის სამინისტროს გაზეთებიც დაარიგეს.

ეროვნული გვარდიის მეოცე კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩაატარეს და უხლოეს მომავალში ქალაქ თელავში დაასრულებენ. საინფორმაციო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინაროებს.

ოთხწლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა 35 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ. საბუთების მიღება წარმოებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, ქალაქ თბილისში, მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ ბაზისა და ქალაქ ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ რეგისტრაციისთვის ასევე მიმართონ თელავის მეოცე კადრირებულ ბრიგადას, სენაკის მეორე ქვეით ბრიგადასა და ქალაქ ბათუმში ადლიის ბატალიონის ტერიტორიაზე არსებულ სარეგისტრაციო პუნქტებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics