14:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 15:09:51, 1039 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იოჰანეს დაუმას შეხვდა.

შეხვედრის დაწყებამდე ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის სტრუქტურების თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.

შეხვედრისას მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის შესახებ ისაუბრეს.

საუბარი შეეხო განათლების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics