|
2015-05-07 21:48:41, 322 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: თინა ხიდაშელი მინისტრად კოალიციასთან კონსულტაციების შემდეგ დავნიშნე
პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენისას მხოლოდ ორი ახალი მინისტრის დანიშვნას აპირებთა, თუმცა, კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციების გავლის შემდეგ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილებაც მიიღო. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში, „თავისუფალ დემოკრატებთან“ შეხვედრაზე განაცხადა. „ორი მინისტრის შეცვლაზე იყო საუბარი. როდესაც მინისტრის დანიშვნაზე საუბრობენ, ყოველთვის პრემიერისკენ იშვერენ ხელს. მაგრამ გვავიწყდება, რომ ჩვენ ვართ კოალიცია, სადაც 5 პარტია შედის. მე კოალიციასთან რა თქმა უნდა კონსულტაციები მქონდა და ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დამენიშნა. ამაში დაფარული და დამალული, გულწრფელად გეუბნებით, არაფერი არ არის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე შეფასებით, მთავრობაში ცვლილებები დემოკრატიული პროცესია. „მინისტრების ცვლილების საკითხში, ვფიქრობ, რაიმე განსაკუთრებული და სკანდალური არაფერია. არ უნდა შევეცადოთ, რაღაც აჟიოტაჟის სურათი შევქმნათ. მთავრობა უნდა იყოს ადეკვატური, იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც ქვეყანაშია შექმნილი. ამა თუ იმ მინისტრს წასვლის ობიექტური მიზეზი თუ ქონდა, ჩვენ ეს ყველამ უნდა გავიგოთ და აქ რამე კონსპირაცია არ უნდა ვეძიოთ. ეს ძალიან ბუნებრივი, დემოკრატიული პროცესია. მთავრობაში რა თქმა უნდა სამუდამოდ ვერ დარჩებიან მინისტრები. მთავრობები იცვლებიან და თუ რომელიმე მინისტრი ვადაზე ადრე მიიღებს წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას ან სურვილის გარეშე წავა, ამაში სასკანდალო არაფერია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)