|
2015-05-07 11:46:15, 350 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობისადმი დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობისადმი დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, რაც მოძალადეთა მხრიდან სხვადასხვა სახის ქმედებაში გამოიხატება. "სულ ახლახან, გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრის, 13 წლის მოზარდის - ლევან ცაავას სიცოცხლე ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციისა და რუსი სამხედროების მიერ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამოგონილი საზღვრის გადაკვეთის წესების მოთხოვნამ შეიწირა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრაგიკული ფაქტი ენგურსგაღმა და გამოღმა საქართველოში განსხვავებული ინტერპრეტაციებით ვრცელდება, ვერავინ უარყოფს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთის უკანონო - დეფაქტო ხელისუფლება ყოველმხრივ ზღუდავს და ელემენტარულ უფლებებს ართმევს, რის გამოც არაერთხელ დამდგარა ასეთი ტრაგიკული შედეგი. დროა, მორიგი, მსგავსი უბედურების პრევენციისათვის, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ეროვნების, სარწმუნოების, სქესისა თუ ასაკის მიუხედავად, მიეცეთ უფლება, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას ეხება, ასეთ შემთხვევაში მაინც, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, გადალახონ ე.წ. საზღვარი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის",-ნათქვამია განცხადებაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს ჟენევისა თუ სხვა ფორმატის საერთაშორისო ფორუმების მონაწილეებს აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით, ეს საკითხი პრინციპულად განიხილონ უახლოეს შეხვედრაზე, მიიღონ შესაბამისი - ჰუმანური გადაწყვეტილება და ამით ხელი შეუწყონ აფხაზეთში ადამიანთა სიცოცხლის ხელშეუვალი უფლების დაცვას!
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)