08:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 18:05:04, 312 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი  შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ტერეზ ჰიდენსა  და საქართველოში შვედეთის ელჩ მარტინა ქვიქს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები და ამ კუთხით განსახორციელებელი ქმედებები განიხილეს. არჩილ ყარაულაშვილმა აღნიშნა, რომ  საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მიზნით გასატარებელი რეფორმები და ღონისძიებები მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და ამ კუთხით  პროგრესი უკვე არსებობს.
თავის მხრივ, შვედური მხარის მიერ გამოითქვა მზაობა საქართველოს ევროპული  ინტეგრაციის პროცესში შესაბამისი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. განხილულ იქნა დახმარების შესაძლო მიმართულებები.
მხარეებმა შეხვედრისას ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოში და რეგიონში რუსეთის მიერ წარმოებულ ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე და საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში ინტეგრაციის სარგებლის შესახებ ინფორმირების აუცილებლობაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics