00:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 15:46:50, 396 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო: "ევექსმა" ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასებით, კომპანია "ევექსის" გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კომპონენტების ნაწილიდან გამოსვლის შესახებ ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. 

სერგეენკოს განცხადებითვე, მან არ იცის, რამდენად გამოიწვია ამ გადაწყვეტილებამ შუახევში  ადამიანის გარდაცვალება.

"კომპანია "ევექსმა", სამწუხაროდ, ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა სერვისების შემცირების მხრივ. არ ვიცი, რამდენად გამოიწვია ამან ამ ადამიანის გარდაცვალება, ჩვენ ამას უახლოეს საათებში დავადგენთ და გვეცოდინება. ვფიქრობ, დავარეგულირებთ სიტუაციას ისე, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კლინიკებისათვის თანხების გადარიცხვის დაგვიანების არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

შეგახსენებთ, 24 წლის დაჭრილი ახალგაზრდა შუახევში „ევექსის“ კლინიკაში მივიდა,  თუმცა საავადმყოფოში ქირურგი არ იმყოფებოდა და მამაკაცი მიყენებული ჭრილობების გამო სისხლისგან დაიცალა. სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კომპონენტების ნაწილიდან გასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics