20:48 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 13:18:13, 456 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის კვორუმმა დაიწია

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებისთვის 74 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ეს ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ ხელახლა ნდობის გამოცხადებამდე, მინისტრად დანიშნულ პარლამენტის ორ წევრს  თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს  დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდებათ.

„სანამ პარლამენტში კენჭისყრაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება, ჯერ უფლებამოსილება შეუწყდება მინისტრად დანიშნულ ორ დეპუტატს თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს. შესაბამისად კვორუმი დაიწევს და ნდობის გამოცხადებისთვის 74 ხმა იქნება საჭირო“, - აღნიშნა ხმალაძემ.

ცნობისთვის, თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზეა წარდგენილი, გიგლა აგულაშვილი კი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics