|
2015-05-02 15:49:42, 344 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი პრემიერთან 24-საათიან რეჟიმში მუშაობაზე შეთანხმდნენ
თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი თინა ხიდაშელი და გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიგლა აგულაშვილი თავიანთ უწყებებში მისვლას ორშაბათს გეგმავენ. როგორც ხიდაშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი პრემიერ-მინისტრთან 24-საათიან მუშაობის რეჟიმზე შეთანხმდნენ. „ეს პირველი შეხვედრა იყო და ჩვენ შევთანხმდით პრემიერთან 24-საათიან სამუსაო რეჟიმზე 7 დღის განმავლობაში მუდმივ კონტაქტზე და ერთობლივ საქმიანობაზე. რამდენიმე ის ღონისძიება გავიარეთ, რაც ამ კვირაში სასწრაფოდ არის გასავლელი. ამის შემდეგ პირველი ღონისძიება არის სამინიტროში მისვლა ორშაბათს ათ საათზე მე და ბატონი მინდია მივალთ სამინისტროში და ის უკვე ოფიციალურად გადმომაბარებს სამუშაო ოთახს და რეჟიმს“,-განაცხადა ხიდაშელმა. კითხვაზე იყო თუ არა პრემიერთან მინდია ჯანელიძის თანადებობიდან გადაყენების მიზეზები განხილული, ხიდაშელის განცხადებით ეს კითხვა მისთვის აქტუალური არ არის. „ ეს კითხვა ჩემთვის აქტუალური არ არის. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მინდია ჯანელიძე არსად არ წასულა ჩვენთვის ეს საინტერესო იქნებოდა იმ შემთხვევაში ჯანელიძე სახლში, რომ გაეშვათ, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანი საბჭოს ხელმძღვანელია. ის დაბრუნდა თავის თანამდებობაზე თავდაცვაში ზუსტად იმავე სეგმენტს კურირებს, როგორც აქამდე“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)