16:23 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 10:19:23, 353 ნახვა

პოლიტიკა
მსოფლიო მარათონთან დაკავშირებით, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

მსოფლიო მარათონთან დაკავშირებით, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო გაცნობებთ, რომ 3 მაისს, მსოფლიო მარათონთან დაკავშირებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, კახეთში, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდება.

მარათონში მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანებისათვის სტრატის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციამ პარკირების ადგილი გამოყო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics