11:21 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 10:17:25, 427 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი პრეზიდენტსა და პარლამენტს მოუწოდებს, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები დაჩქარდეს

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართავს, მაქსიმალურად დაჩქარდეს მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა დაასახელა.

მისივე თქმით, მთავრობა მზადაა, პარლამენტარების შეკითხვებს დღესვე უპასუხოს.

„კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ყველა ეს ცვლილება რომელიც განხორციელდა, მიმართული არის მთავრობის ეფექტურობის გაზრდისკენ და კიდევ ერთხელ მივმართავ თხოვნით ყველას - პრეზიდენტს, პარლამენტს, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები. ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე ვუპასუხოთ პარლამენტარების შეკითხვებს და საკანონმდებლო ორგანოში წარვადგინოთ განახლებული სამთავრობო პროგრამა. ასე რომ კიდევ ერთხელ ყველას ვუსურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics