10:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 15:37:26, 320 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ლევან ყიფიანის წასვლა ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია

„ბატონ ლევან ყიფიანის წასვლა ჩემთვის  რა თქმა უნდა ძალიან გულდასაწყევტი იყო“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა  ლევან ყიფიანმა პრემიერს ერთი თვის წინ გადადგომის თხოვნით მიმართა.

„ჩვენ  გვეყოლება ახალი მინისტრები მხოლოდ იმ უწყებებში, რომელთა ხელმძღვანელებმა  დატოვეს თანამდებობები. ეს არის  სპორტის,  ახალგაზრდობის  და  გარემოს ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.   ჩემთვის  რა თქმა უნდა ძალიან გულდასაწყვეტი იყო  ბატონ ლევან ყიფიანის  წასვლა.  მე მასთან მქონდა საუბარი  ასევე  საუბარი მქონდა  ჩვენს თანაგუნდელებთან , საქართველოს  პარლამენტის წევრებთან.  ჩვენ პრაქტიკულად ყველა რესურსი  გამოვიყენეთ იმისათვის, რომ  მომხდარიყო მათი პოზიციების შეჯერება, თუმცა სამწუხაროდ ამის მიღწევა პრაქტიკულად  შეუძლებელი აღმოჩნდა.  ბატონმა ლევან ყიფიანმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მომმართა მე  გადადგომის თხოვნით, თუმცა  მაშინ მე მისი თხოვნა არ დავაკომაყოფილე  და საჯარო არ გამხდარა, მაგრამ მან დღეს გადაწყვიტა, რომ  საჭიროა ამ გადაწყვეტილების მიღება“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ამასთან, ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ლევან ყიფიანს  გაწეული საქმიანობისთვის, მას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ყიფიანის გამოცდილება გამოსაყენებელია სპორტის განვითარებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics