10:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 15:01:33, 283 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა იმ წარმატებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს, რომელიც საქართველომ მოკლე დროში განახორციელა.

მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე მოვლენები და რეგიონში არსებული ვითარება, იმსჯელეს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისა და საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის მნიშვნელობაზე.

გერმანიის კანცლერმა პრემიერთან სატელეფონო საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში ძალაში რჩება და თარიღი დაზუსტების შემდეგ გახდება ცნობილი. ანგელა მერკელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics