19:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 14:11:12, 387 ნახვა

პოლიტიკა
სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები ჩილეში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ

მიმდინარე წლის  1 მაისიდან  ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩილეს მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების შესახებ“ შეთანხმება, რომლის თანახმადაც სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეების ჩილეს რესპუბლიკაში უვიზოდ მგზავრობა შეეძლებათ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 21 აპრილს ჩილეს მხარემ ოფიციალურად შეატყობინა ქართულ მხარეს აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესასვლელად შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე.

„აღსანიშნავია, რომ შეთანხმებას 2013 წლის 17 სექტემბერს, ქ. სანტიაგოში ჩილეს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი გელა სეხნიაშვილის (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესში) ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მუშაობა „საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმებაზე. საქართველოსა და ჩილეს რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში. მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ქ. სანტიაგოში“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics