03:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 09:46:06, 349 ნახვა

პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე: ალექსანდრე ლუკაშენკოს პოზიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

პრეზიდენტის მრჩევლის საგარეო პოლიტიკის საკითხებში, თენგიზ ფხალაძის, შეფასებით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში  ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.როგორც ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი დონის ვიზიტი საქართველოს ისტორიაში არ განხორციელებულა.

რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, თენგიზ ფხალაძის თქმით, ასეთი საკითხები ბევრია, თუმცა საქართველოსთვის  უმნიშვნელოვანესია არაღიარების პოლიტიკის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, რაშიც ბელარუსი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

"ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი უმნიშვნელოვანესია. ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში მსგავსი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა, რადგან ეს პივრველი ვიზიტია ბელარუსის პრეზიდენტის.
საკითხები ბევრია, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული ეს არის არ აღიარების პოლიტიკა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა,  რაც ძალიან მნიშველოვანია და ამაში ბელარუსი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. მისი პოზიცია ძალიან მნიშნელოვანია ჩვენთის. ასევე ორმხრივი ურთიერთობები, რაც დაკავშირებულია სავაჭრო-ეკონომიკურ ურთერთობებთან, რეგიონული თანამშრომლობის პროექტები. ბუნებრივია განხილული იქნება უსაფრთხოების გარემო,  ბელარუსი უმნიშნელოვანეს როლს თამაშობს იმაში, რაც  უკრაინის ირგვლივ მიმდინრეობს. მე მხედველობაში მაქვს მინსკის მოლაპარაკება“,-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics