07:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 15:31:14, 398 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: პრეზიდენტის ადგილას რომ ვიყო, ათონელის რეზიდენციაში გადავიდოდი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის იძულებით გადაყვანის შესახებ საუბარი  შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელია. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, პრეზიდენტის ინსტიტუტზე ამგვარად არ ისაუბრონ.

მისივე მტკიცებით, პრეზიდენტის გადაყვანა იძულებით ათონელის რეზიდენციაში არ მოხდება. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადგილას ათონელის რეზიდენციაში გადავიდოდა.

"როდესაც საუბრობთ რაღაც იძულებით წესით გადაყვანაზე, ეს არის ძალიან დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელი სახელმწიფო ინსტიტუტების და მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის. ეს არის ყოვლად მიუღებელი ჩემთვის პირადად, ძალიან გთხოვთ ყველას,  მედია საშულებებს და ექსპერტებს, ყველას რომ ასე არ შეიძლება ვისაუბროთ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტზე, რომ იძულებით მოხდება მისი გადმოყვანა, არამც და რამაც! არასოდეს მეგობრებო.მე მინდა გითხრათ, რომ ნებისმერ ადამიანს აქვს უფლება  ჰქონდეს საკუთარი აზრი და გამოხატოს ის.  რა თქმა უნდა ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ მან გადაწყვიტა და გადავიდა სააკაშვილის მიერ აშენებულ ნახევარმილიარდიან სასახლეში. მე თუ მკითხვათ ჩემს აზრს, მე პირადად ამას არ გავაკეთებდი. 100%-ით გიდასტურებთ ამას. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დღეს არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენ მივცეთ საშუალება ჩვენს თავს ნახევარმილიარდიან სასახლეებში ვიცხოვროთ. მოსახელობის ნახევარზე მეტი არის გაჭირვებული და ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ ამ სასახლის მიმართ იყო უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება, მათ შორის პრეზიდენტს ჰქონდა უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, სწორედ მაშინ დავაყენეთ ათონელის რეზიდენციის რემონტი, რომელზეც 28 მილიონი დაიხარჯა, რომელიც მთავრობამ გამოყო. რა თქმა უნდა, ეს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, მე მის დგილას რომ ვიყო, ნამდვილად გადავიდოდი ათონელის რეზიდენციაში",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics